ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას აქ და ახლა - ჩვენთვის,...

“ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას აქ და ახლა – ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ქვეყნიდან არ წავალთ. ბიძინა ივანიშვილო, შენი წასვლის დროა!” – თეონა ჭალიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი თეონა ჭალიძე ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის მიერ ორგანიზებული მარშის დაწყების წინ ემოციურად მიმართავს საზოგადოებას:

,,მოგესალმებით ყველას, ეს არის ქალთა მოძრაობის და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ერთობლივი ქალთა მარში და ეს მარში გარდა იმისა, რომ ასხივებს ბრძოლას, ძალიან დიდი სევდითაც არის მოცული.

ჩვენი მთავარი ატრიბუტები დღეს გახლავთ ჩემოდნები. ჩემოდნები ბოლო პერიოდში აღარ არის დასვენებასთან, მოგზაურობასთან, დადებით ემოციებთან ასოცირებული. დღეს ჩემოდნები ჩვენთვის ასოცირდება სევდასთან, დაშორებასთან, იძულებით ემიგრაციასთან. სწორედ ამიტომ, ამ ჩემოდნებს ვიყენებთ დღეს ჩვენ იმისთვის, რომ ქალების ხმა, ქალების სათქმელი გამოვხატოთ და თან ვატაროთ იმ გზაზე, სანამ არ მივალთ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი სამიზნე.

მე ცოტათი ხელები მიკანკალებს ახლა, რადგან მიმოწერა მიჭირავს ხელში. გადავწყვიტე, რომ სიმბოლურად მქონოდა ეს პატარა ნაწყვეტი/ამბეჭდილი. ეს არის ჩემი მიმოწერა ერთ პატრიოტ ადამიანთან, დედისერთა ბიჭთან, რომელიც იძულებით ემიგრაციაში გარდაიცვალა, მისი მარტოხელა დედა კი მის ორმოცამდე გადაჰყვა დარდს და ახლა შვილთან ერთად განისვენებს. მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ქალსა თუ კაცს, ვინც ემიგრაციაში გარდაიცვალა და შემდეგ მიაბარეს სამშობლოს მიწას, ზოგი კი ახლაც უცხო მიწაზე განისვენებს.

მადლობა ყველას და ახლა შემართებით ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას აქ და ახლა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ქვეყნიდან არ წავალთ. ბიძინა ივანიშვილო, შენი წასვლის დროა და შენი დამქაშების, რომლებმაც მოგვპარეს არჩევნები, გააყალბეს ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლენა და ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, მადლობა’’,- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ პარანოიკებს ჰგონიათ, როგორც კი ენჯეოს დავარეგისტრირებ, დიფ სთეითის ფულები ჩამერიცხება ჩხრიალით თუ რა...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირების...

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...