სამშაბათი, ივნისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"როდესაც ერის ინტელექტუალური ნაწილი, პირველ რიგში, ვგულისხმობ ახალგაზრდებს,...

“როდესაც ერის ინტელექტუალური ნაწილი, პირველ რიგში, ვგულისხმობ ახალგაზრდებს, ერთვება პროცესში, არის მნიშვნელოვანი” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობაზე ქართულ პოლიტიკურ პროცესებში:

,,ჩემი აზრით, აღნიშნულ ღონისძიებებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, ვგულისხმობ სტუდენტების და ლექტორების ერთობლივ ქმედებებს საქართველოში დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაცავად.

მეც პირადად ,,დაიტოვეს“ ჩათში გავწევრიანდი და ბუნებრივია, მექნება მუდმივი კონტაქტი როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან, ასევე ჩემს კოლეგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

კვირას 17:00 საათზე ილიას უნივერსიტეტიდან იწყება აქცია. მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. იქნება ეს ქუჩის აქციები, აუდიტორიებში თუ მის ფარგლებს გარეთ. ვიცით, რომ ღია ლექციებიც იქნა წაკითხული ილიას უნივერსიტეტის წინ.

მე მგონია, რომ როდესაც ერის ინტელექტუალური ნაწილი, პირველ რიგში, ვგულისხმობ ახალგაზრდებს, ერთვება პროცესში, ეს არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, ერთობლივი ქმედება – მოსახლეობის დარწმუნება იმაში, თუ რა საფრთხე მოაქვს იგივე ,,ქართული ოცნების“ საქმიანობას, აქედან გამომდინარე, რა საფრთხე მოდის რუსეთიდან, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ოჯახურ, რელიგიურ ღირებულებებთან – ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთი ,,ქართული ოცნების“ მეშვეობით საქართველოში ავრცელებს.

მოსახლეობა უნდა დადგეს, პირველ რიგში, ქართული ძალების მხარეზე. მათ შორის, ვგულისხმობ ქვეყნის ინტელექტუალურ ნაწილს.

ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ახალგაზრდებმა გაზაფხულზე. მართალია რუსული კანონი მაინც მიიღეს, მაგრამ ახალგაზრდებმა საკუთარი ძალა აჩვენეს და დღესაც მზადყოფნას გამოხატავენ საკუთარი ძალა ისევ აჩვენონ“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“სრული პასუხისმგებლობა დარჩა ირაკლი კობახიძეს. მარტო მოუწევს დიფ სფეიტთან ბრძოლა” – ელისო კილაძე

შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის წასვლას, კონკრეტული მოსაზრებებით, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“დღეს, სტამბულში უკრაინის დელეგაცია ფორით ჯდება მაგიდასთან, ცეცხლის შეწყვეტას იქეთ მოითხოვენ რუსები‼️” – ელისო...

უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად...