spot_img
მთავარისაპროტესტო მოძრაობა"ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო" - ქალთა მოძრაობა,...

“ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო” – ქალთა მოძრაობა, ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი

ქალთა მოძრაობა ემიგრაციის მძიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და საზოგადოებას მოუწოდებს შეუერთდეს ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის მიერ დაგეგმილ ქალთა მარშს:

ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ ჰყავდეს საზღვარგარეთ წასული. სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო ოჯახები გახლეჩილია: მშობლებს შვილები ენატრებათ, შვილებს – მშობლები. თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში.

გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე. ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის (“კოალიცია ცვლილებებისთვის”, “კოალიცია ძლიერი საქართველო”, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, პარტია ,,საქართველოსთვის”) ორგანიზებით, გელით ქალთა მარშზე.

შემოგვიერთდი, თან წამოიღე ისეთი ჩემოდანი ან დიდი ჩანთა, რომელსაც შეელევი. მარში დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, პერფორმანსით.

გელით!

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო“, – ნათქვამია მიმართვა/განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...