spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ...

“პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში” – საია

რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ გაიმართება პირველი სხდომა?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტებებს აკეთებს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით:

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი.[1];

სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია.[2];

მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.[3];

დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით.[4];

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.[5];

ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.[6];

შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება. დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას. როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას.[7].

ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

__________

[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 85-ე მუხლის პირველი პუნქტი.

[2] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

[3] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

[5] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

[6] პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების შედეგების გასაბათილებლად, რადიო თავისუფლება, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33207809.html, განახლებულია: 20.11.24.

[7] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის მე-8 პუნქტი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ლოყააწითლებულებს ახლა სხვა რამეს აუწითლებენ, ვატყობ” – ნიკა გვარამია

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც...

“მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის...

„გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება“,...

“სასამართლომ, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის...

საქართველოს პროკურატურა, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას და...

“აფგან სადიგოვი როგორც იქნა გააძევეს საქართველოდან…” – ზაალ ანჯაფარიძე

აფგან სადიგოვის საქართველოდან დეპორტაციას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...