InForm – ინკლუზიური იდეების პლატფომა
22-24 ნოემბერს, InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმა აწყობს ინკლუზიური თანამედროვე ხელოვნების დღეებს ბათუმში.
InForm თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებთან. შემოქმედებითი თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარებით და ძლიერი, ინკლუზიური სახელოვნებო თემის შექმნით ჩვენ ვისწრაფვით ქართული სახელოვნებო სივრცე გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ნებისმიერი შესაძლებლობის ხელოვანისათვის.
გაგაცნობთ ბათუმში დაგეგმილი აქტივობების განრიგს:
22 ნოემბერი, 17.00 საათი, “თავისუფალი სივრცე”, გამსახურდიას ქ. 6
In C – თბილისი – დოკუმენტური ფილმის ჩვენება. რეჟისორი მარიამ ჭაჭია.
ფილმი ასახავს ამავე სახელწოდების ინკლუზიურ სპექტაკლზე მუშაობის პროცესს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობისა და ტიპური განვითარების მქონე პროფესიონალი მოცკევავეები იღებენ მონაწილეობას. FB Event
23 ნოემბერი, 12.00-13.00, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო დარბაზი, გოგებაშვილის ქ. 10.
ინკლუზიური ცეკვის ვორქშოფი შეზღუდული შესაძლებლობისა და ტიპური განვითარების მქონე პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეებისთვის.
24 ნოემბერი, 18.00, ბათუმის ცირკი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. 30
“კონტაქტის ზონა” – ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი, რომელიც სამ ქორეოგრაფიულ დადგმას აერთიანებს და სადაც თანამედროვე ცეკვისა და მუსიკის საშუალებით იქმნება კონტაქტის ზონა ერთმანეთისგან დამოუკდებლად, პარალალურ რეალობებში მცხოვრებ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის. FB Event
სპექტაკლის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: კონტაქტის ზონა ბათუმში
ინფორმაციას ინკლუზიური იდეების პლატფორმა ავრცელებს