შაბათი, ივნისი 28, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები"გასტრო ბათუმის" ფარგლებში კულინარიული მასტერკლასები გაიმართა

“გასტრო ბათუმის” ფარგლებში კულინარიული მასტერკლასები გაიმართა

ბათუმში მეორე გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ გაიმართა. მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ადგილობრივ მზარეულებს ხორცის, თევზისა და დესერტების მომზადების მასტერკლასს უტარებდნენ. სამი დღის განმავლობაში, აჭარაში მოქმედი სხვადასხვა რესტორნებისა და კვების ობიექტების მზარეულები უცხოელი კოლეგებისგან კერძების მომზადების თანამედროვე ტექნიკებს, სტანდარტებსა და გამოცდილებას ეცნობოდნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

ფორუმის პირველ დღე ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა კულინარიის როლი ტურიზმის განვითარებაში და ქართული გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციები და გამოწვევები. სპიკერებს შორის იყო გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი სებასტიან რიპარი, საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, ასევე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გერსოი და საერთაშორისო კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა. ადგილობრივ სპიკერებიდან კი ფორუმში მონაწოლეობდა ბრენდ შეფი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე, სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორანი ოცი-ს შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა.

ფორუმის ფარგლებში ადგილობრივმა მზარეულებმა სტუმრებს აჭარული სამზარეულოს საჩვენებელი კულინარიული მასტერკლასი (6 COURSE მენიუს პრეზენტაცია და დაგემოვნება) შესთავაზეს. მათ შორის იყო ისეთი ტრადიციული აჭარული კერძები, როგორიცაა სინორი, ბორანო, იახნი და ქაფშია ტაღანაი. ასევე მომზადა უცხოელი მზარეულების მასტერკლასების ვიდეორეცეპტები, რომელთა ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმს ადგილობრივი შეფები, მზარეულები, რესტორატორები და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირები ესწრებოდნენ. „გასტრო ბათუმი“ 16 ნოემბერს გაიხსნა და 18 ნოემბერს დასრულდა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...