სამშაბათი, ივლისი 1, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, ამას...

“პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს” – კახა კალაძე

პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის მომდევნო კვირაში ჩანიშვნის შესახებ.

პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. დამტკიცდება მთავრობა. ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მცდელობისა. ამ მცდელობებით კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მიხარია, რომ საზოგადოება უფრო და უფრო რწმუნდება იმაში, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, მერი პასუხობს, რომ ამის განსაზღვრა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გააკეთებს განცხადებას, წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას, ეს პირდაპირ ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...