,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში კონკრეტულ ფოტოებს და სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს გამოუძიებელი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით:
,,აი ამ ცემის ფაქტებიდან რომელი გამოიძიეთ “მყისიერად” თქვე ქოციშვილებო????
კალანდარიშვილის საქმეზე რომ 10 წუთში აღძარით სისხლის სამართლის საქმე და უკვე ზეგ რომ
მიუსჯით კირთაძეს პატიმრობას, რომელი ზონდერი ან შსს ჯალათი დასაჯეთ?
მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობის საქმე რომ შემოდეთ თაროზე და არასოდეს გამოიძიებთ, იგივე ბედი რომ ბაჩალიაშვილის საქმეს არგუნეთ, დღეს გველაპარაკებით და შეწუხებულები ხართ შეწუწული კალანდარიშვილით?
დრონი მეფობენ. დრონი!”, – წერს დავით ქაცარავა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე