spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი15-18 ნოემბრის ამინდის პროგნოზი: საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

15-18 ნოემბრის ამინდის პროგნოზი: საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოა ინფორმაცია 15-18 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

🌦 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება.

🌦 ქ. თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს შედარებით აგრილდება, გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება.

🌦 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.

🌨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს აცივდება და ზოგან მოთოვს.

🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან თოვლი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛈️13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მოსალოდნელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...