კვირა, ოქტომბერი 26, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს...

“ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე” – თინა ბოკუჩავა

ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე და დღეს ოფიციალურად ინდივიდუალური წერილით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

თინა ბოკუჩავას განცხადებით – “ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე. დღეს გვინდა ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, პარტიული სიის წევრს, მათ შორის პარლამენტში არჩეულ პირს უფლება აქვს უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე. სახელმწიფო თანამდებობას პირი იკავებს მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით.

კონსტიტუციის მითითებული ფორმა გამორიცხავს საჯარო თანამდებობის დაკავებისთვის რაიმე ფორმის იძულებას. პირი უფლებამოსილია უარი თქვას დეპუტატის მანდატის მოპოვებაზე და ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს სწორედ აქ, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებული წერილით თითოეული ჩვენგანისგან, რომელიც გადაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. აღნიშნული უფლება ეფუძნება კონკრეტული პირის თავისუფალი ნების გამოვლენას და გამორიცხავს ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგისტრაციასა და დროებითი მანდატის გაცემას წინამდებარე განმცხადებლის ნაწილში.

შესაბამისად, ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელი და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო და ჩვენ ეს ვიხილეთ მათ შორის გუშინ, როდესაც საქართველოს ევროპელი მეგობრები იმყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელსაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან და ჩვენ ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ ცესკოს არ აქვს უფლება ჩვენი საბუთები გადააგზავნოს პარლამენტში უფლებამოსილების ცნობის მიზნით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი 4 ივნისის საქმეზე გამოკითხეს

“ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან...

“რეჟიმი, რომელმაც თვითონ აღიარა რომ წლებია კორუფციაში იხრჩობა, სინამდვილეში არის კოლაფსში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის კონკრეტული...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...