ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცესკოს ციფრებში რომ ვერ მოძებნეს ხინჯი, გენდერულ სტატისტიკას...

“ცესკოს ციფრებში რომ ვერ მოძებნეს ხინჯი, გენდერულ სტატისტიკას მიადგნენ” – ნინო წილოსანი ISFED-ს მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მწვავე შეფასებებს აკეთებს ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგებთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაცია მიუთითებდა ცალკეულ შეუსაბამოებებზე ჩატარებული არჩევნების მონაცემებში:

,,მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ISFED = არჩევნების შედეგების გაყალბებას.

პირველ შემთხვევაში, 2020 წელს, მათ გააყალბეს ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები, რაც შემდგომ კარგად ვიცით, რომ ოპოზიციის წისქვილზე დასხმული წყალი აღმოჩნდა. სწორედ ეს გახდა მათთვის ხელოვნური ბოიკოტისა და კრიზისის შექმნის საფუძველი.

მეორე შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნებში ვითომ პროფესიონალიზმიდან 🙃 გამომდინარე, არ ასაჯაროებენ პარალელური დათვლის მონაცემებს, რომელიც ემთხვევა ცესკოს შედეგებს და რაში აწყობთ?! 😶

ცესკოს ციფრებში რომ ვერ მოძებნეს ხინჯი, გენდერულ სტატისტიკას მიადგნენ.

➡️ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ცესკოს არ აქვს ვალდებულება ზუსტად აწარმოოს გენდერული სტატისტიკა და მათი გამოქვეყნებული ქალი/კაცი ამომრჩევლის სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, მეტიც, ის შემაჯამებელ ოქმშიც კი არ ფიქსირდება.

ISFED შეასრულე ის ფუნქცია, რისთვისაც მიიღე უცხოური დაფინანსება. გამოაქვეყნე დეტალური PVT 📍”, – წერს ნინო წილოსანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...