კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიაჭარის პოპულარიზაციის მიზნით ლონდონში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს

აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ლონდონში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს. მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში „WTM 2024“ შეხვედრები მიმდინარეობს წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორისაა: Euronews, BBC, Wanderlust, Rough Guides, National Geographic, Matador Network, Food and Travel Magazine, Adventure Travel Trade Association, Amadeus და Mail Metro Media. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარის მრავალფერავანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს, 20-ზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ჰელსინკის, ნიუ-იორკის, ვენის და პრაღის ტურისტული გამოფენები.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...