შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას - ეს ამერიკელი...

“ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას – ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

მისი თქმით, ის ურთიერთობები, რაც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, გადატვირთვას საჭიროებს, თუმცა ქართველმა ხალხმა თავისი გასაკეთებელი თავად უნდა გააკეთოს:

ვულოცავ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ, ისევე, როგორც საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და მხარი დაუჭირა მშვიდობას, განვითარებას, კეთილდღეობას, ღირსეულ, ევროპულ მომავალს. აშშ-სთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ის განცხადებები, რაც ბოლოს კეთდებოდა, არავისთვის იყო მისაღები. არსებული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვერც ამერიკა გააკეთებს, ვერც ევროპა – ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატაროს და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.

რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს – ამერიკას თავისი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს – თავისი. ევროპასაც აქვს თავისი ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. არც ამერიკელი ჩამოვა აქ და გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არც ევროპელი.

ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზეც, ქვეყნის განვითარებაზეც და არავის დავუთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი უკვე ციხეში მყოფ პოლიტიკოსებს ბრალს უმძიმებს, ვაჭრობისთვის მძველების...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს საქართველოს პროკურატურის მიერ...

“და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს რუსთაველის ეს 10 წუთიანი გადაკეტვები და პოლიციის წვალება?” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკმაყოფილებას გამოხატავს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიერ...

“ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან” – ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“რუსთაველის პროტესტმა ბოლომდე ჩახადა და გააშიშვლა რეჟიმი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...