8 ნოემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 9 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში.
ოქტომბრის ბოლოდან ლარის კურსის გაუფასურება–გამყარების რყევები იყო სახეზე, რაც მეტნაკლებად გასულ კვირაშიც იგრძნობოდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
5 ნოემბერი – 2.7280;
6 ნოემბერი – 2.7247;
7 ნოემბერი – 2.7247;
8 ნოემბერი – 2.7328.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც საგრძნობლად გამყარდა, 0.0081 ლარით და 1 აშშ დოლარი 9 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში 2.7247 ლარი ეღირება.
თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაში. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
5 ნოემბერი – 2.9738;
6 ნოემბერი – 2.9677;
7 ნოემბერი – 2.9288;
8 ნოემბერი – 2.9389.
ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0044 ლარით და 9 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9345 ლარი.
ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ლარი უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა და რიგ შემთხვევაში განსაკუთრებით საგრძნობლადაც. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 9 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5290 ლარი (გაუფასურდა 0.0031 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0793 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6595 (გამყარდა 0.0012 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6035 ლარი (გამყარდა 0.0034 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0424 ლარი (გამყარდა 0.0191 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1272 ლარი (გაუფასურდა 0.0097 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8036 ლარი (გამყარდა 0.0123 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2293 ლარი (გამყარდა 0.0095 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3031 ლარი (გამყარდა 0.0313 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7899 ლარი (გაუფასურდა 0.0149 ლარით).
ოქტომბრის ბოლოს ლარის მეტნაკლები სტაბილურობის ტენდენცია გამოიკვეთა რუსულ რუბლთან მიმართებაში, ნოემბერი ლარის გამყარებით დაიწყო, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო კონკრეტული რყევები, გაუფასურებით. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
5 ნოემბერი – 2.7548;
6 ნოემბერი – 2.7832;
7 ნოემბერი – 2.7747;
8 ნოემბერი – 2.7873.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე უცვლელად დარჩა და შესაბამისად, 9 ნოემბრდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7873 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი