კვირა, ივნისი 1, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ სანამ შევძლებთ და შემდეგ...

“ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ სანამ შევძლებთ და შემდეგ იმდენი რამდენიც საჭირო გახდება!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს აქციებთან დაკავშირებით:

,,აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა.

26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის შიგნით და გარეთაც ჩართულმა საზოგადოებამ სრულად ჩააბარა გამოცდა, აჩვენა თვითორგანიზების სასწაულები.

ახლა ხალხი ძალიან გაბრაზებულია, გადაიზრდება თუ არა ეს გაბრაზება მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში დამოკიდებულია პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის ლიდერობაზე და თანმიმდევრულობაზე.

ყველა მსოფლიოში, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს ერთის მხრივ გაოგნებულია არჩევნების მოპარვის თავხედურობით, მეორეს მხრივ ელოდება იმას აღმოაჩნდება თუ არა ქართველ ხალხს წინააღმდეგობის უნარი ჩვენდამი მხარდაჭერა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

მთლიანობაში ეს სწორედ ის შემთხვევაა როცა ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელთაა.

ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ არა მხოლოდ არჩევნები მოიპარეს, არამედ საქართველოში დამყარდა დიქტატურა, რომელიც ახლა გაყურსული ელოდება იმას, რომ ქართველებმა შეირგონ “ახალი რეალობა” და შემდეგ აპირებს საბოლოოდ მოამთავროს დარჩენილი თავისუფლებები და განახორციელოს მასობრივი რეპრესიები. ასევე მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა.

ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა
უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ სანამ შევძლებთ და შემდეგ იმდენი რამდენიც საჭირო გახდება!”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კი მოიკითხავდა კაცი მურისიძეს პირისპირ – ჩახედავდი თვალებში. იმ ჩახოხბილივით თვალებში😀” – გიგი უგულავა

ჯარიმებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს და ირონიულ მინიშნებას აკეთებს "ერთიანობა...

“2012 წლის გამოშვების ქოცი რა დაბნეული და არეულ-დარეულია, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს…”...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

არჩილ გამზარდია: “როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს?”

ქვეყანაში გახშირებული დაჯარიმებებისა და დაპატიმრებების ფაქტებს, მძიმე შეფასებებით და...

“მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე...

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ვრცელი საპასუხო წერილით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა რომ შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა” – თაკო...

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის...

“კი მოიკითხავდა კაცი მურისიძეს პირისპირ – ჩახედავდი თვალებში. იმ ჩახოხბილივით თვალებში😀” – გიგი უგულავა

ჯარიმებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს და ირონიულ მინიშნებას აკეთებს "ერთიანობა...