კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გავიმარჯვებთ სახელოვნად გია ხარჩილავას გულისთვის!" - მიხეილ სააკაშვილი

“გავიმარჯვებთ სახელოვნად გია ხარჩილავას გულისთვის!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ემოციური პოსტით ეხმაურება გია ხარჩილავას გარდაცვალებას:

,,გია ხარჩილავა იყო ჩემთვის ძალიან საყვარელი პატარა ქალაქის წალენჯიხის მერი და ერთდროულად ერთადერთი ოპოზიციური მერი საქართველოში, მაგრამ ამასთანავე, ის იყო ძალიან დიდი ადამიანი, ღრმად განსწავლული, ბრწყინვალე ორატორი და უერთგულესი თანამებრძოლი.

მე მას ვიცნობდი მხოლოდ ტელევიზიით და ჩემი მასთან მიმოწერით, მაგრამ ესეც საკმარისი იყო გამეგო რომ უბრალოდ გულიანი ადამიანი კი არა, ერთი დიდი გული იყო.

არჩევნების შემდეგ საათებში და დღეებში ინტენსიურად ეკონტაქტებოდა ჩემს ახლობლებს და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ შეძლო არჩევნების მიტაცების სპეცოპერაციის შეჩერება. სწორედ ამის გამო შეწყდა ეს დიდი გულად ქცეული ადამიანის სიცოცხლე.

როგორ ვდარდობ, რომ პირადად ვეღარასდროს შევხვდები…

მისი დროშა ჩვენ უნდა ავიტაცოთ უახლოეს დღეებში და კვირებში, ჩვენს ქუჩებში და მოედნებზე. ჩვენი თავისუფლების წართმევის გარდა, მისი სიკვდილი არ უნდა შერჩეს დიქტატურას.

გავიმარჯვებთ სახელოვნად გია ხარჩილავას გულისთვის!”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...