კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში ვით სოროებში დამალულნი, არავის მათი...

“გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში ვით სოროებში დამალულნი, არავის მათი ხმა არ გაუგია” – სალომე ზურაბიშვილი ქართველ ელჩებსთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიის დღეს არ ულოცავს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით, მინიშნებას აკეთებს ამ დღესთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიის სიმბოლოდ სულხან-საბა ორბელიანის წამოწევას და მწვავე კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს ქართველი ელჩების მიმართ:

დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხა საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით.

მაგრამ არა, ვერა არც მოლოცვის სურვილი არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება იმ ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს, როცა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.

ამ დროს თქვენ საქართველოს დადუმებულო ელჩებო ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის ??? გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?!

რა სულხან საბა, რა ღირსება, რა პროფესიონალიზმი?… მშვიდობა სწორედ მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს იმას საკუთარი ლანდის ეშინია! დამოუკიდებლობა კი საფრთხეშია, როცა ისინი ვინც გარეთ უნდა განგაშის სიგნალებს აწვდიდნენ ჩვენ პარტნიორებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს ვითომც და ვერ იმჩნევენ!

გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში ვით სოროებში დამალულნი, არავის მათი ხმა არ გაუგია, არჩევნებში ემიგრანტების ხმის მიცემის კონსტიტუციის დაცული უფლებაც ვერ დაიცვეს და იმალებიან… ოღონდ ვინმეს არ გაახსენდეს მათი არსებობა!

ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...