ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე...

“საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ყოველგვარი ლაპარაკი უსაფუძვლოა” – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრაგმატულ ინტერესსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით:

,,როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში, გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას, რაც აუცილებლად გადაიზრდება სამხედრო დაპირისპირებაში.

ყველასათვის გასაგებია, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს. მაგალითისათვის, საყურადღებოა, რომ ლიტვის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის წლიურ მოცულობას და საოცარია, მაგრამ ღვინის მიწოდების მოცულობითაც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი არა თუ თბილისიდან 40 კილომეტრში, არამედ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციებიდან სულ რამოდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იმყოფება (ესეც საქართველოს წინა ხელისუფლებისაგან დატოვებული კიდევ ერთი, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა!)

საქართველოს ხელისუფლება ვერც იმ კრიტიკულ პოზიციას გაიზიარებს, რომელიც შესაძლოა ევროკავშირს ჰქონდეს აზიისა თუ აფრიკის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკასთან მიმართებაში, რამეთუ ჩვენთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სტრატეგიის რეალიზება.

ერთ-ერთი თემაა, ასევე, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხი, რაც არაა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში და რასაც ოპოზიცია ბრალად გვიყენებს. ამავე დროს, მაგალითისათვის, ჩინეთთან რიგი ევროპული ქვეყნების და კანადის ურთიერთობაში წარმოშობილი ახალი, პოზიტიური ტენდენციების კვალდაკვალ, სიახლეებია ევროკავშირის და ნატოს წევრი ფინეთის ურთიერთობებში: აგერ, ორი დღის წინ დასრულდა ფინეთის პრეზიდენტის ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში, მთავრობის წევრებთან ერთად იგი პეკინსა და შანხაიში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხთა ირგვლივ ორი ქვეყნის პოზიციები საპირისპიროა, მთავრობებს შორის შეთანხმდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელის განსაზღვრავს თანამშრომლობის განვითარებას მეცნიერების, ტექნოლოგიების, განათლების, სპორტის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში 2025-2029 წლების პერიოდში; ცხრა მიმართულებით გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და დაიდო თხუთმეტი სავაჭრო ხელშეკრულება. დღეისათვის ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთერთობის მოცულობა რვა მილიარდ დოლარს აღემატება.

ამასთანავე, ვიზიტის მიმდინარეობისას, ჩინურმა მხარემ ცალმხრივად გააუქმა სავიზო ვალდებულებები ფინეთის მოქალაქეებისათვის. ჩინეთმა ასევე გამოხატა მზადყოფნა კიდევ უფრო გააძლიეროს ფინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა. განცხადებულ იქნა, რომ ფინეთის მთავრობა განაგრძობს „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი ერთგულებას.

განსხვავებებია ევროკავშირისა და საქართველოს პოზიათა შორის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ცნობილ საკითხზეც. ცნობილია ისიც, რომ რიგ საკითხებზე პოზიციათა შორის განსხვავებები არსებობს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ყველა საკვანძო მნიშვნელობის საკითხზე საქართველოს რეიტინგები მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მაჩევენებლებს.

ამ მოკლე მიმოხილვიდან გამომდინარე დასკვნა ერთადერთია, ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ყოველგვარი ლაპარაკი უსაფუძვლოა, სწორედ ამ პათოსის მატარებელია ლოზუნგი “მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისაკენ”, სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი არჩევნებისას “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა”, – წერს გიორვი ვოლსკი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ თავისი დანაშაული რეპრესიად შეფუთოს” – კახა კალაძე

„რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ,...

“მალე ბევრი დაჭერილი და გაკულაკებული რომეოები გვეყოლება” – ნინო ჯანგირაშვილი

ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას კონკრეტულ მოლოდინებზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიას"...

“ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი” – ბიძინა...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შთამბეჭდავ გამარჯვებას ემოციური მილოცვით ეხმიანება "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...