ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვათამარ კორძაია: "კიდევ მეტი ენერგიით ვაგრძელებთ ბრძოლას"

თამარ კორძაია: “კიდევ მეტი ენერგიით ვაგრძელებთ ბრძოლას”

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ აკეთებს განმარტებებს, მას მიტაცებულად მიიჩნევს და ბრძოლის სამართლებრივ სტრატეგიაზე საუბრობს:

რამდენიმე სიტყვა მინდა დავწერო ამ მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებულ სამართლებრივ სტრატეგიაზე, გზებზე და დავებზე, რადგან ერთ-ერთი ვარ ვინც ამაზე მუშაობს მუდმივ რეჟიმში.

სამართლებრივი გზა შედგება 2 კომპონენტისგან:

1. სრულიად უტყუარია ის ფაქტი, რომ ფარულობა ტოტალურად იყო დარღვეული. ამას ადასტურებს ცესკოს თავმჯდომარე. ამას ემატება მტკიცებულებები ხმის ორჯერ მიცემის, მარკირების იგნორირების, პირადობის გარეშე ხმის მიცემის, დაშინების, არჩევნების დღემდე არნახული მასშტაბით ადმიბისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავება, რაც ჯამში ქმნის კონსტიტუციის 24- ე მუხლის დარღვევის უტყუარ სურათს. შესაბამისად, ჩვენ ვდაობთ ყველა უბჯოს შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით და მივყვებით ინსტანციურად. ხაზს ვუსვამ ყველა უბნის ბათილობა!

2. რაც შეეხება ტექნოლოგიურ საკითხებს. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ცესკომ გაუმჭვირვალედ, მალულად გააფორმა ხელშეკრულებები. ელექტრონული სისტემა კი, თუ მის პროგრამირებაზე არ არსებობს წვდომა და საჯაროობა, იძლევა მანიპულაციების განხორციელების ფართო შესაძლებლობას, მათ შორის რუსეთის ჩარევის გზითაც. ამიტომ, მტკიცებულებებოს მეორე ნაწილი, რომელიც მაღალი ალბათობის ხარისხით ადასტურებს ამას, წარგენილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რათა შედგეს საერთაშორისო გამოძიება! ყველას გვესმის, რომ ადგილობრივ დონეზე ეს ვერ მოხდება.

პ.ს საერთაშორისო გამოძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში არჩევნები არასდროს ჩატარდება.

პ.ს. 2. ამიტომ კიდევ მეტი ენერგიით ვაგრძელებთ ბრძოლას”, – აცხადებს თამარ კორძაია.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...