ორშაბათი, ივნისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები,,ბიჭი, (რა გქვია არ ვიცით და ამიტომ მოგმართავ...

,,ბიჭი, (რა გქვია არ ვიცით და ამიტომ მოგმართავ ასე) გჩუქნით მაგ 200 ლარს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეკომპანია “მთავარი არხის” საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს კონკრეტულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც, მისი თქმით, მმართველი პარტიის ერთ-ერთი აქტივისტი ირონიული ფორმით აღიარებს, არჩევნების დღისთვის, ხალხის ტრანსპორტირებისთვის შეგროვილი თანხის მისაკუთრებას:

,,გამომიგზავნეს ვიდეო, სადაც ქოცი ახალგაზრდა ბედნიერი ყვება, როგორ გადაგვარიცხინა 200 ლარი. აგვახია მისი განმარტებით.

სახეს მალავს. თავადაც იაზრებს, რომ თითო ლარით შეგროვებული ფონდიდან ფულის “ახევა” მთლად კარგი საქციელი არაა.

მაგრამ იცით რა სხვაობაა, ფერად ბავშვებსა და მათ შორის. ესენი მორჩენილ 20 და 15 ლარს უკან აბრუნებენ, ისინი…🙂

ბიჭი, (რა გქვია არ ვიცით და ამიტომ მოგმართავ ასე) გჩუქნით მაგ 200 ლარს. იმედია ძალიან გჭირდებოდა😍”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ინფორმაციისთვის: ნანუკა ჟორჟოლიანმა ხალხის მიერ შეგროვებული თანხით 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯები დაუფარა იმ ადამიანებს, ვისაც რეგიონში გადაადგილება სჭირდებოდა, რათა ხმები არ დაკარგულიყო. 25 ოქტომბერს Facebook-ის გვერდზეც წარადგინა ანგარიში, თუ რა რაოდენობის თანხის გადარიცხვა მოხდა მოქალაქეებისთვის.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი გიტოვებს ომს ან მონობას. ან ორივეს ერთად” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის” – შალვა პაპუაშვილი

„დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე,...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...