სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივასო ურუშაძე: "მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, რასაც ლონდონის...

ვასო ურუშაძე: “მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, რასაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციებიც ადასტურებს”

,,მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, რასაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციებიც ადასტურებს, საჭიროა, ივანიშვილმა გვერდზე გადადოს პირადი კორუფციული, კომერციული, ფინანსური ინტერესები, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ქვეყანაში დასტაბილურდეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა“, – აცხადებს ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე.

მისი თქმით საქართველოში მოსალოდნელია მძიმე ეკონომიკური კრიზისი თუკი არ მოხდება ხელისუფლების ცვლილება:

ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია. აუცილებელია ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გველოდება. ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციითაც დასტურდება. ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე უფასურდება, რაც იმის წინაპირობაა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რასაც მოჰყვება ფასების ზრდა პროდუქტებზე, საწვავზე, საყოფაცხოვრებო სფეროში.

ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია იყოს დამოუკიდებლად თვითმყოფადი, ჩვენ ვართ ინტეგრირებულები გლობალურ ეკონომიკაში, ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და საერთაშორისო სანქციები, ეკონომიკური კრიზისი მყისიერად აისახება ნეგატიურ ჭრილში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც ისედაც ნულამდე შემცირებულ ინვესტიციებს საერთოდ გააქრობს, პირიქით, საქართველოდან საერთაშორისო ინვესტიციები დაიწყებს გადინებას, რაც დაგვაკარგვინებს სამუშაო ადგილებს, ფასების ზრდის ტენდენცია იქნება შეუქცევადი, რაც მძიმედ აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე.

ამიტომ ივანიშვილმა გვერდზე უნდა გადადოს თავისი პირადი კომერციული, კომერციული და ფინანსური ინტერესები, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მოხდეს პროდასავლური კოალიციური ხელისუფლების არჩევა დემოკრატიული წესით, რათა ქვეყანაში დასტაბილურდეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...