კვირა, ივნისი 1, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ყველასთვის არასასიამოვნო სიახლეა, თუმცა საჭიროდ ვთვლით, რომ...

“ეს ყველასთვის არასასიამოვნო სიახლეა, თუმცა საჭიროდ ვთვლით, რომ იცოდეთ!” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი განცხადებას აკეთებს არჩევნებში გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატის მუშაობის სისტემასთან დაკავშირებით:

,,გაავრცელე‼️

,,ქოცებმა” იციან ვის სასარგებლოდ გააკეთე არჩევანი‼️ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შესვლისას აკეთებს თავისი პირადობის იდენტიფიკაციას, იბეჭდება ქვითარი სადაც მითითებულია ქვითრის დაბეჭდვის დრო.

ამის შემდეგ ის იღებს ბიულეტენს, აფერადებს და აცურებს აპარატში. Smartmatic აპარატი, რომელიც ამუშავებს ბიულეტენს, ინახავს მოქმედებების მონაცემთა ბაზას (time log data), სადაც ყოველი ბიულეტენის შესვლის დრო ინახება.

იდენტიფიკაფიის აპარატის და მიმღები აპარატის გამოყენების შორის სხვაობა არის დაახლოებით 20-60 წამი. ამ მონაცემების შედარებით, ანუ ვინ როდის გატარდა (Identification Device) და ვინ როდის შეაცურა ბიულეტენი (Count optical scanner), ორივე შემთხვევაში აპარატი ინახავს დროების შესახებ ინფორმაციას, ანუ უმარტივესი დასადგენია ვინ ვის მისცა ხმა.

ამას ემატება ის ფაქტი, რომ უბნებზე აყენია კამერები და ეს კიდევ უფრო აადვილებს მოქალაქის მიერ აპარატების გამოყენების შორის ზუსტი დროის სხვაობის დადგენას.

დღეს უკვე რუსეთმა იცის, ივანიშვილის დახმარებით, ვინ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

იმედია გასაგები ენით აგიხსენით, ეს ორჯერ ორი ოთხია! აღნიშნული კომპანიის სისტემით ხმის მიცემა დღეს აფრიკის ქვეყნებში ხდება! კომპანიის შესახებ ინფორმაციას ცალკე პოსტს მივუძღვნით.

ეს ყველასთვის არასასიამოვნო სიახლეა, თუმცა საჭიროდ ვთვლით, რომ იცოდეთ!”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცების ხელისუფლებიდან ნაცები ისე მიდი-მოდიან, სათვალავიც ამერია. ჩემი ახლობელი ისევ ქოცებთანაა, მე ისევ ვაპროტესტებ😊”...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" ხელისუფლების საკადრო  პარადოქსებზე საუბრობს...

“სრული პასუხისმგებლობა დარჩა ირაკლი კობახიძეს. მარტო მოუწევს დიფ სფეიტთან ბრძოლა” – ელისო კილაძე

შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის წასვლას, კონკრეტული მოსაზრებებით, ეხმაურება...

“რატომ ისაკუთრებს სალომე ზურაბიშვილი ყველა ეროვნულ თარიღს?!” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილის, თავდაცვის ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა რომ შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა” – თაკო...

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის...

“კი მოიკითხავდა კაცი მურისიძეს პირისპირ – ჩახედავდი თვალებში. იმ ჩახოხბილივით თვალებში😀” – გიგი უგულავა

ჯარიმებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს და ირონიულ მინიშნებას აკეთებს "ერთიანობა...