25 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 26 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ოქტომბრის დასაწყისიდან ლარის კურსის გამყარების მიმართულებით გამოიკვეთა ტენდენცია უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ზოგ შემთხვევაში საგრძნობლადაც და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, ბოლო კვირაში კი სახეზე იყო ერთგვარი რყევები. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
22 ოქტობერი – 2.7207;
23 ოქტობერი – 2.7262;
24 ოქტობერი – 2.7157;
25 ოქტობერი – 2.7174.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, 0.0024 ლარით დარჩა და 1 აშშ დოლარი 26 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.7198 ლარი ეღირება.
ლარმა, ოქტომბერი, ევროსთან მიმართებაში გამყარებით დაიწყო, რაც ბოლო კვირაში ერთგვარი რყევებით შეიცვალა. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
22 ოქტობერი – 2.9509;
23 ოქტობერი – 2.9514;
24 ოქტობერი – 2.9273;
25 ოქტობერი – 2.9356.
ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0086 ლარით და 26 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9442 ლარი.
ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 26 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5314 ლარი (გაუფასურდა 0.0061 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0793 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6578 (გამყარდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5995 ლარი (გაუფასურდა 0.0014 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0188 ლარი (გაუფასურდა 0.0287 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1377 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8176 ლარი (გამყარდა 0.0017 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2347 ლარი (გაუფასურდა 0.0026 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.1742 ლარი (გამყარდა 0.0168 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7902 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით).
ოქტომბერში ლარის გამყარების დინამიური ტენდენცია გამოიკვეთა რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა ბოლო 7-8 დღეში სახეზე იყო კონკრეტული რყევები. ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
22 ოქტობერი – 2.8314;
23 ოქტობერი – 2.8281;
24 ოქტობერი – 2.8101;
25 ოქტობერი – 2.8086.
გარკვეული პერიოდი სტაბილური გამყარების შემდეგ ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0105 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 26 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8191 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი