სამშაბათი, ივლისი 22, 2025
24.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაზოგადოებრივი აქტიურობები20 ივნისი, თბილისი: მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს"

20 ივნისი, თბილისი: მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართა მარში ,,საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. 5 სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი საქართველოს მოქალაქეები ემოციური მსვლელობებით თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.

მარშის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები ჰქონდათ თან.

მარშის ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება, თავისუფლების მოედანზე შედგა. აღნიშნული მსვლელობების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც განაცხადა ,,მინდა მივმართო ევროპულ თუ ამერიკელ პარტნიორებს, ჩვენ ვიქნებით ისეთი მოკავშირე, რომელიც არც კი დაგსიზმრებიათ“.

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, რის შემდეგაც ერთად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. და ასევე აღსანიშნავია, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა ქართულ ენაზე შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი.

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ კონცერტზე კი მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა: ჯგუფმა „ყველა“-მ, LOUDSPEAKERS-მა, ნიაზ დიასამიძემ, „გამოუვალი მდგომარეობამ“, ბექა გოჩიაშვილიმა და თემურიკო დიასამიძემ, ნინო ქათამაძემ, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველმა.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციების რიცხოვნობის ე.წ. მთვლელების მიერ, აღნიშნულ აქციაში მონაწილეების დასახელებული რიცხვი 100 ათასის ფარგლებში განისაზღვრა.

ავტორი
ლიკა ჭოჭუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...