კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსი ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს მიენიჭა

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსი ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს მიენიჭა

მთიან აჭარაში ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი მიენიჭა. საოჯახო სახლების „სხალთა“ და „მოყვარე“ მეპატრონეები პირველები აღმოჩნდნენ, ვინც პროექტით გათვალისწინებული ეტაპები წარმატებით გადალახეს. საოჯახო სასტუმროები სხალთისა და მერისის ხეობებში მდებარეობს და წლებია მასპინძლობენ ტურისტებს. პროექტი “კარგი მასპინძელი” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაიწყო. სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს უკვე დაუმზადდათ საპრომოციო ფოტო-ვიდეო მასალები, სახლთან დაუმონტაჟდათ მანიშნებლები და გადაეცათ ბრენდირებული სუვენირები. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

საოჯახო-სასტუმრო სახლების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება. მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტატუსის მიღების მსურველები სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდებიან. კრიტერიუმები საოჯახო სახლების ინტერიერის, ექსტერიერის, კვების, მომსახურების ხარისხისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის მიხედვითაა შედგენილი.

მათი მინიმუმ 90%-ის დაკმაყოფილებაა საჭირო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოსაპოვებლად. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შეუძლიათ.

აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციისა და საკუთარი საოჯახო სახლის შეფასების შემდეგ, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოპოვების მსურველ საოჯახო სახლებს სპეციალური კომისია და იდუმალი სტუმარი შეაფასებს. პროექტში ჩართვა მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლია. ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება კი 3 – 6 თვის განმავლობაში განხორციელდება.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის” – პაველ ჰერჩინსკი

ქუთაისში ევროპის დღის გახსნაზე, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საქართველო-ევროკავშირის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...