ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 ოქტომბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 ოქტომბრის პერიოდისთვის

18 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 19 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ლარის კურსთან მიმართებაში, სექტემბრის რყევები – გაუფასურების დინამიკით, ოქტომბრის დასაწყისიდან გამყარების მიმართულებით შეიცვალა უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ზოგ შემთხვევაში საგრძნობლადაც და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

16 ოქტობერი – 2.7274;
17 ოქტობერი – 2.7143;
18 ოქტობერი – 2.7171.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გამყარდა, 0.0014 ლარით დარჩა და 1 აშშ დოლარი 19 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.7157 ლარი ეღირება.

ლარმა, ოქტომბერი, ევროსთან მიმართებაში გამყარებით დაიწყო, რაც ბოლო კვირაშიც გაგრძელდა. კერძოდ ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

16 ოქტობერი – 2.9742;
17 ოქტობერი – 2.9567;
18 ოქტობერი – 2.9516.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0059 ლარით და 19 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9457 ლარი.

ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა უმრავლეს შემთხვევაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 19 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5426 ლარი (გაუფასურდა 0.0082 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0792 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6587 (უცვლელი დარჩა);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5971 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0146 ლარი (გამყარდა 0.0109 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1359 ლარი (გამყარდა 0.0089 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8223 ლარი (გაუფასურდა 0.0068 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2302 ლარი (გამყარდა 0.0017 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3249 ლარი (გაუფასურდა 0.1089 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8113 ლარი (გამყარდა 0.0051 ლარით).

ოქტომბერში ლარის გამყარების დინამიური ტენდენცია გამოიკვეთა რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა ბოლო 7-8 დღეში სახეზე იყო კონკრეტული რყევები. ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

16 ოქტობერი – 2.8052;
17 ოქტობერი – 2.7939;
18 ოქტობერი – 2.7992.

გარკვეული პერიოდი სტაბილური გამყარების შემდეგ ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0193 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 19 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8185 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 29-31 მარტის პერიოდისთვის

28 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...