spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა...

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მან აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობაზე გააკეთა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს. ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე უნდა აიყვანოს და პრიორიტეტად აქციოს ეს საკითხი:

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე!

ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ!

მართალია, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა, ფაქტია, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან სურათი დამძიმდა. ბოლო ორ თვეში 8 ქალი საკუთარმა ოჯახის წევრმა მოკლა.

თავის დროზე ერთიანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი გამოიღო, ამიტომ ყველა საჯარო უწყება, სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც უნდა გავერთიანდეთ.

პირველ რიგში, მოგიწოდებთ კაცებს – ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე, მოგიწოდებთ ყველა ჩემი კაბინეტის წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვებს – დაგმეთ ასეთი ფაქტები საჯაროდ.

ზოგადად, მნიშვნელოვანია ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე აიყვანოს, პრიორიტეტად აქციოს ეს საკითხი და საჯაროდ დაგმოს ძალადობა.

ჩვენი ამოცანა არ არის 8 მარტის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორი მაგარი შეგრძნებაა იყო ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამერიკელი პილოტივით გჯერა, რომ ყველაზე უნუგეშო...

გადარჩენილი ამერიკელი პილოტის ინსპირაციით, საქართველოს წინა ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ...

“თუ ეს მუქარა შესრულდა, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა ომი ახლო აღმოსავლეთში” – ზურაბ ბატიაშვილი

ზურაბ ბატიაშვილი კონკრეტულ ანალიტიკურ განმარტებებს და მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...