ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ცესკოს მხრიდან არასამართლიანი მიდგომისა და საჩივრების მიკერძოებული განხილვის...

“ცესკოს მხრიდან არასამართლიანი მიდგომისა და საჩივრების მიკერძოებული განხილვის გამო სასამართლოს მივმართეთ” – ლაშა ფარულავა

ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, რომელსაც თან ერთვის ადმინრესურსის გამოყენების ამსახველი ვიდეომასალა, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ისაუბრა:

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვეტყილება, რომელიც მიიღო ცესკომ ამ დარღვევასთან დაკავშირებით, მიკერძოებულია, ვინაიდან ცესკოს მდივანი, ბატონი ჯავახიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ახლო ნათესავია და ამ ჩარჩოებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ინტერესებს ემსახურება.

ეს არის არასამართლიანი მიდგომა და საჩივრების მიკერძოებული განხილვა და ამიტომ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. არც სასამართლოსგან გვაქვს მოლოდინი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ ჩვენ მათსავე მოედანზე ვიბრძოლებთ და მათსავე მოედანზე გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...