ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

გიორგი ვაშაძისა და სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის ოთხი ინიციატივა ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისა და პრევენციის კუთხით

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ონკოლოგიური მართვის ცენტრის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას შესთავაზა 4 ინიციატივა ონკოლოგიურ დაავადებების ეფექტური მართვისათვის, რომლებიც შემდეგ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული, ესენია:
1. პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა;
2. სანდო სტატისტიკა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემები;
3. ონკოპაციენტების უმაღლესი ხარისხის მკურნალობა და მოვლა საქართველოში:
4. სახელმწიფოს მხრიდან ონკოპაციენტების სრული დაფინანსება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი – აღინიშნა მისი წვლილი ეროვნული სკრინინგ ცენტრის განვითარებაში და ონკოლოგიის და სამედიცინო სფეროს თვალსაჩინი წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ ყურადღება გაამახვილა სიმსივნური დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენისა და ეფექტური მკურნალობის აუცილებლობაზე:

ონკოლოგიის მართვის ცენტრის მთავარი მიზანია, რომ სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს მართვის მექანიზმი, თუ როგორ ვებრძვით სიმსივნურ დაავადებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პრევენციის კუთხით, ასევე ადრეული დიაგნოსტიკის კუთხით და რა თქმა უნდა მესამე კომპონენტი უმაღლესი ხარისხის მკურნალობა, რომელიც უნდა იყოს შესაძლებელი აქ საქართველოში.

ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ვფიქრობთ, რომ სრულად საკუთარ თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, დაფინანსება და მართვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ გვქონდეს გამართული მექანიზმი, როგორ ვებრძვით ამ დაავადებას და მეორე მხრივ გვქონდეს სრული მხარდაჭერა.

საზოგადოებაში უნდა ავამაღლოთ ცნობიერება, რადგანაც დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციის კუთხით ხალხის ჩართულობას, ადამიანის მისვლას კონკრეტულ დაწესებულებულებებში, გამოკვლევებში მონაწილეობას, რომ შევამციროთ მესამე, მეოთხე სტადიაზე ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენა და მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 5 წელიწადში ამ მიმართულებით გადარჩენის მაჩვენებელი გავზარდოთ საქართველოში.

ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ, სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად, გავერთიანდებით ამ კუთხით შეგვიძლია, რომ მართლაც დავამარცხოთ კიბო,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სანდრა რულოვსი, სერგო ჩიხლაძე – “ონკოლოგიის მართვის ცენტრის” ხელმძღვანელი, ასევე კონსტანტინე მარდალეიშვილი, გია ნემსაძე, გურამ ქარაზანაშვილი, ზაზა ზაუტაშვილი, ზურაბ კაკაბაძე და სხვები. დისკუსიაში მონაწილეებმა დაასახელეს ონკოლოგიური დაავადებების სფეროში არსებული პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის გზებზე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული