კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქუთაისში, ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება’’ დამარცხებულია ისევე, როგორც...

“ქუთაისში, ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება’’ დამარცხებულია ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს არჩევნების წინ ხალხის განწყობებთან დაკავშირებით:

,,ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, საზოგადოებრივი განწყობა არის მკვეთრად შეცვლილი. ხალხმა, განსაკუთრებით რეგიონებიდან, როდესაც უყურებდნენ თბილისში ამ დიდ გამოსვლებს, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებით იყო, რეგიონში ბევრი ვერ აცნობიერებდა რაზე იყო პროტესტი. ხალხი, რომ ღელავდა ეს ცხადი იყო, მაგრამ კონკრენტულად რაში გამოიხატებოდა პრობლემა რეგიონებში ბევრს ბოლომდე არ ესმოდა.

ივანიშვილის, გორის ცნობილი გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან პირდაპირ ღალატისკენ ანუ ოსებისთვის და რუსებისთვის ბოდიშის მოხდა ჩაიფიქრა, ამისთვის მან საკონსტიტუციო უმრავლესობა მოითხოვა და ნიუნბერგის პროცესის, მთავარი აქტი ამ კომპონენტში ბოდიში იყო, რეგიონებმა გააცნობიერეს ნელ-ნელა, რომ ის რუსული კანონი ცუდი იმიტომ იყო, რომ ეს იგულისხმებოდა, ეს არის იმის გამოვლინება და გაგრძელება.

ამიტომ ამას ქართველი საზოგადოება ივანიშვილს არ აპატიებს და ეს ძალიან კარგად ჩანს ქუთაისში განსაკუთრებით, რომელიც ტრადიციულად ოპოზიციურად განწყობილი ქალაქი იყო. იმიტომ, რომ ქუთაისი, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ამაყი ქალაქი და საპარლამენტო დედაქალაქად ქცეულ ქალაქს ესე მოაშორეს ეს ფუნქცია და საზოგადოებრივი გაჭირვება და ის პრობლემები, რაც ყველგან არის ბუნებრივია აქაც არის, მაგრამ განსაკუთრებით აქ ყოველთვის იგრძნობოდა ეს.

ამიტომ ქუთაისში, ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება’’ დამარცხებულია ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით აქ, ქუთაისში დამარცხდება’’, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...