შაბათი, მაისი 10, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიComCom-მა "მთავარ არხს", "TV პირველს" და "ფორმულას" სამართალდარღვევათა...

ComCom-მა “მთავარ არხს”, “TV პირველს” და “ფორმულას” სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდამრღვევად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, აღნიშნული მაუწყებლები მის პოლიტიკურ რეკლამას ეთერში არ ათავსებდნენ. ამასთან, „მთავარმა არხმა“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ წარმოადგინეს საპასუხო წერილები, სადაც საუბარია იმაზე, რომ ისინი უარს აცხადებენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური რგოლის განთავსებაზე, რის მიზეზადაც ასახელებენ იმას, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აკრძალულია ისეთი პოლიტიკური რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს ომის და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. ხოლო, რაც შეეხება რეკლამის არაეთიკურობას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული არ წარმოადგენს მაუწყებლის შეფასების საგანს, შესაბამისად, ამ მოტივით პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის მიერ განუთავსებლობა კანონის დარღვევას წარმოადგენს.

საქართველოს კანონმდებლობიდან და სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას, რაზეც მაუწყებლები ამახვილებდნენ ყურადღებას, შესაბამისად, აღნიშნული სარეკლამო რგოლი არ არღვევს „საქართველოს საარჩევნო კოდექსს“ და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეორგოლი ეთერში განეთავსებინათ. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი, ხოლო „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი ამხილა სპეციალურმა...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით: "სპეციალურმა საგამოძიებო...

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების...

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...