კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიგი უგულავა: "მიშას 9 წლისა და ბიძინას 12...

გიგი უგულავა: “მიშას 9 წლისა და ბიძინას 12 წლის შედარება შეიძლება მხოლოდ ერთადერთი ფრაზით – ცა და დედამიწაა განსხვავება”

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში პარალელს ავლებს მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის:

,,მიშას 9 წლისა და ბიძინას 12 წლის შედარება შეიძლება მხოლოდ ერთადერთი ფრაზით – ცა და დედამიწაა განსხვავება.

როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, 2003 წლის დეკემბერში და გადავაბარეთ ქვეყანა ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული, ეს იყო არა ქვეყანა, არამედ სახელმწიფოებრივად შემდგარი სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები.

როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა მსოფლიო ბანკის შეფასებით იყო Faled State ანუ არშემდგარი სახელმწიფო. და როდესაც ივანიშვილს გადავაბარეთ სავსე ბიუჯეტით, გამართული ინფრასტრუქტურით, გამართული სახელმწიფო ინსტიტუტებით და ფუნქციური სახელმწიფოთი. ამის მეათედი არ გაუკეთებია ივანიშვილს, იმიტომ, რომ ივანიშვილის კონცეფცია საერთოდ განვითარების კი არაა, არამედ – არგანვითარების იმიტომ, რომ მისთვის საქართველო არ არის სახელმწიფო, მისთვის საქართველო არის როგორც მან თქვა ,,ერთი პატარა სოფელი’’.

შესაბამისად, მისთვის წარმოუდგენელია, მას არ სჯერა რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ფუნქციური, შემდგარი, ამაყი, თავდაჯერებული, მეგობრების მოყვარული და მტერთან მტრული დამოკიდებულების სახელმწიფო შეიქმნას. მას ეს უბრალოდ არ შეუძლია და ვერ წარმოუდგენია’’, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...