spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი8-10 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

8-10 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 8-10 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

🌤 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.

🌦 ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ოქტომბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 ოქტომბრის დილამდე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება.

🌦 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება.

⛈️ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

🌦 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 8 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, + 29 გრადუსი იქნება.

🌦 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 8 ოქტომერს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...