spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკასაქართველოში კორონა ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 9 მიაღწია, მედიკოსები...

საქართველოში კორონა ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 9 მიაღწია, მედიკოსები რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ

საქართველოში ამ დროისათვის კორონა ვირუსის დამატებით 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში საქართველოში სულ კორონა ვირუსული ინფექციის 9 შემთხვევა დასტურდება.

ბოლო მონაცემების მიხედვით კორონა ვირუსული ინფექცია საქართველოში იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცს აღმოაჩნდა, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევის შემდეგ კიდევ 5 მათგანს დაუდასტურდა. გამყრელიძის ინფორმაციით მიმდინარეობს ამ 5 ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების გამოკვლევაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ 9 ადამიანის შემთხვევა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია, განსხვავებით მეოთხე შემთხვევისა, ასევე გამყრელიძის ინფორმაციით, ეს შემთხვევა უფრო საყურადღებოა და მიმდინარეობს მასზე კლინიკური დაკვირვება და შესაბამისი მკურნალობა.

ყველა ეს კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან, აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი კორონა ვირუსზე. ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევებია, ძირითადად ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ყველა ერთად იტალიაში მოგზაურობდნენ და კვირას დაბრუნდნენ. დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 9 დადასტურებული შემთხვევა კორონა ვირუსული ინფექციის.

ამ ეტაპისათვის ყველა შემთხვევა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ გუშინ დადასტურებულ მეოთხე შემთხვევაში შედარებით წინა სამ შემთხვევასთან, ეს გახლდათ უფრო კლინიკურად საყურადღებო და მასზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობა. დანარჩენი 5 ადამიანი დღეს მოათავსეს ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური მეთვალყურეობა და დამატებითი კლინიკური კვლევები,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45 ადამიანი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს აუცილებელი შემთხვევების გარდა თავი შეიკავონ მოგზაურობისაგან მაღალი რისკის მქონე ვირუსული ინფექციის გავრცელების ქვეყნებში: იტალიაში, ირანში, სამხრეთ კორეასა და რა თქმა უნდა ჩინეთში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან ამ დაავადების გავრცელება ან ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა დასჯადია და რიგ შემთხვევებში 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...