ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ოქტომბრის პერიოდისთვის

4 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 5 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.

სექტემბრის შუა პერიოდში გამოკვეთილი დინამიური გაუფასურების ტენდენცია, თვის ბოლოსკენ ერთგვარი დასტაბილურებით გაგრძელდა ახალ ნიშნულზე, თუმცა ისევ იგრძნობოდა გაუფასურების ნიშნები. ბოლო კვირაში კი სხვადასხვა სახის დინამიკა გამოიკვეთა ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში – ზოგთან მიმართებაში გაუფასურება გარძელდა, ზოგთან მიმართებაში – გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებაში სახეზე იყო ყოველდღიური გაუფასურება, თუმცა მცირედით და ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

1 ოქტობერი – 2.7300;
2 ოქტობერი – 2.7314;
3 ოქტობერი – 2.7327;
4 ოქტობერი – 2.7335.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0019 ლარით დარჩა და 1 აშშ დოლარი 5 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.7354 ლარი ეღირება.

პრაქტიკულად საპირისპირო სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაში, სახეზე იყო ეროვნული ვალუტის საგრძნობი გამყარება და ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

1 ოქტობერი – 3.0532;
2 ოქტობერი – 3.0280;
3 ოქტობერი – 3.0251;
4 ოქტობერი – 3.0175.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0052 ლარით და 5 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0177 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი ისევ გაუფასურდა აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა მანამდე ასევე უმრავლეს შემთხვევაში ლარი გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 5 ოქტობიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6031 ლარი (გაუფასურდა 0.0170 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0799 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6644 (გაუფასურდა 0.0010 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6087 ლარი (გაუფასურდა 0.0011 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0700 ლარი (გაუფასურდა 0.0032 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2113 ლარი (გამყარდა 0.0023 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8973 ლარი (გაუფასურდა 0.0027 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2574 ლარი (გაუფასურდა 0.0020 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.1741 ლარი (გამყარდა 0.0235 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8668 ლარი (გაუფასურდა 0.0054 ლარით).

რუბლთან მიმართებაში, ცოტათი განსხვავებული სიტუაცია იყო და სექტემბრი, განსაკუთრებით მეორე ნახევარი, არასტაბილურობითა და საგრძნობი რყევებით გამოირჩეოდა, თუმცა სახეზე იყო ლარის გამყარების ტენდენცია, რაც ბოლო კვირაში გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 ოქტობერი – 2.9334;
2 ოქტობერი – 2.9193;
3 ოქტობერი – 2.8927;
4 ოქტობერი – 2.8723.

გარკვეული პერიოდი სტაბილური გამყარების შემდეგ ლარი ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ გაუფასურდა, 0.0025 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 5 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8748 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული