სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"პოლიტიკა კანონზომიერი მოულოდნელობების სფეროა, ბიზნესისგან განსხვავებით, ბ-ნო ბიძინა"...

“პოლიტიკა კანონზომიერი მოულოდნელობების სფეროა, ბიზნესისგან განსხვავებით, ბ-ნო ბიძინა” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის “ ფსიქოტიპის „სათვალეებით“ უყურებს” ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას:

ერთი წუთით თავი გავანებოთ ყოველგვარ გეოპოლიტიკურ ტრაექტორიებს და ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ბ-ნი ბიძინას ფსიქოტიპის „სათვალეებით“ შევხედოთ.

ბიძინა ივანიშვილს ეჯავრება საჯარო პოლიტიკა, საჯაროობა ზოგადად. მისი ფოტოც კი არ ენახა ხალხს 2012 წლამდე. მერეც, პოლიტიკაში ყოფნის დროს, როცა „წასვლის“ შესაძლებლობა იყო, ამ შესაძლებლობას ყოველთვის იყენებდა.

მისთვის პოლიტიკა ბიზნეს-პროექტია. თავის ბიზნესში ის მეფე იყო, ვერტიკალის წვერი და ჰყავდა მხოლოდ ქვეშევრდომები, ვისაც ავალებდა და აკონტროლებდა. როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, თავის პარტნიორებსაც (ფაქტიურად, მთელ იმჟამინდელ ოპოზიცას) ასე უყურებდა – ბატონობა-დაქვემდებარების პრიზმაში. მაგრამ პოლიტიკა არ აღმოჩნდა ბიზნესივით სწორხაზოვანი – ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში (განსაკუთრებით, 2014 წლის ჩათვლით) ივანიშვილს უწევდა ალტერნატიული (ზოგჯერ, საწინააღმდეგო) პოზიციების გათვალისწინება, ნათქვამის უკან წაღება, სიტუაციური წაგება, რასაც აბსოლუტურად შეუჩვეველი იყო. მიხვდა, „მეფედ“ ვერ დარჩებოდა, თუ ბატონობა-დაქვემდებარების კლასიკურ სქემას არ აღადგენდა. ამიტომ, ჩამოიშორა პრაქტიკულად ყველა, ვისაც ბოლომდე ვერ იმორჩილებდა.

მაგრამ რად გინდა? პარტიის გარეთ ხომ დარჩნენ ურჩები? „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული მედია, მასონები ევროპასა და ამერიკაში.

ჰოდა, დაიტანჯა ადამიანი – 12 წელია ვერ მოისვენა/არ მოასვენეს. ასაკიც მოემატა, რამაც მშვიდად ცხოვრების მოთხოვნილება გაუმძაფრა. და გვიან, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა: ოპოზიციური პარტიების გაუქმება, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის დატერორება, ევროპისთვის და ამერიკისთვის რკინის ფარდის ჩამოფარება. ამ გეგმის განხორციელება დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ხორცშესხმას ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებით აპირებს. ამიტომ სწყურია უბრალოდ უმრავლესობა კი არა, კონსტიტუციური უმრავლესობა. აი, მერე კი უკანმოუხედავად წავა საჯარო პოლიტიკიდან და გახდება ისევ უჩინარი (მაგრამ ყველგანმყოფი) მეფე, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე.

თუმცა…

კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, ხომ გახსოვთ? პოლიტიკა კანონზომიერი მოულოდნელობების სფეროა, ბიზნესისგან განსხვავებით, ბ-ნო ბიძინა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა კონსტიტუციას არღვევს ხელისუფლება და მოქალაქეები ცდილობენ, კონსტიტუციური წეს-წყობილება აღადგინონ, მათ ვერ დაადანაშაულებს ვერავინ”...

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად",...

“დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ?” – კახა კალაძე

„პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვისაც აქვს დანაშაული...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ქართული “ფარა” საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურას და მათ...

ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...