კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს"...

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს” – სოფო ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავი მიუძღვნა საქართველოს, ქვეყნის აღმშენებლობას, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა, ეს ადამიანი მესამე წელია რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ჰყავს კედელში გამოკეტილი,“ – აცხადებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე და პოლიტიკურ შეფასებას აძლევს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 3-წლიანი პატიმრობისდ ფაქტს:

დღეს ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ადამიანს, რომელმაც თავი მიუძღვნა საქართველოს, ქვეყნის აღმშენებლობას, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა. ადამიანმა, რომელმაც სრულიად უიმედოდ დარჩენილი, გულაცრუებული, საქართველოდან გადახვეწილი ადამიანები საქართველოში, თავიანთ ქვეყანაში დააბრუნა და არა მხოლოდ დააბრუნა, მან ისინი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართო.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო არ ჩამოსულა ისეთი რეიტინგული, გავლენიანი და ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ შედგენილი რეიტინგების სათავეებიდან და სულ საამაყო, სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსთვის საქართველო, წარმატებული, რეფორმატორი ქვეყანა; საქართველო, როგორც ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა; ქვეყანა, სადაც ყველაზე წარმატებით ებრძოდა ხელისუფლება კორუფციას და ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველმა მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

დღეს ეს ადამიანი არის აქ ოთხ კედელში გამომწყვდეული ჰყავს რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს.

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრ ქალაქში ჩვენი კოალიციის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართეს წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც ჰქვია ძალის გამოღვიძება და მე მჯერა,რომ 26 ოქტომბერს სწორედ გამარჯვების ძალა გამოიღვიძებს და ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავიხსნით რუსეთის მარწუხებისგან.

ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით გავხდით ევროკავშირის ნაწილს და მივიღებთ იმ სიკეთეებს, რასაც იმსახურებენ ჩვენი ღირსეული მოქალაქეები. მათ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული პენსია, სამუშო ადგილები, ჩვენს სტუდენტებს აღარ ექნებათ იმაზე ფიქრის და ნერვიულობის დრო, რომ თუ როგორ იქირაონ ბინები, როდესაც ისინი გახდებიან სტუდენტები“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...