spot_img
მთავარიარჩევნები"ქვეყანაში არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს, ისინი ...

“ქვეყანაში არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს, ისინი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან” – კახა კალაძე

კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ცესკო-ში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს, არის დასტური იმის, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს და ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ:

თავიდანვე ვთქვით, რომ არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს ქვეყანაში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი? რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“? ყველაფერი ცხადია. ეს უბრალოდ შესაფუთად სჭირდებათ. ხან არასამთავრობო ორგანიზაციას ირქმევენ, ხან – რას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სხვა ადამიანები არიან. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან, რომლებსაც სახელი და ფუნქციები სხვადასხვა აქვთ.

ეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიის სახით არის წარმოდგენილი, ამ ქვეყანას და მშვიდობას ებრძვის. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს ინტერესი სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. რაც არ უნდა მძიმე იყოს, ომი იქნება საჭირო, თუ რასაც უბრძანებენ, ყველაფრისთვის მზად არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...