სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ესენი არიან:

  1. „საქართველო“

  2. „გახარია საქართველოსთვის“

  3. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

  4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია

  5. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

  6. „მემარცხენე ალიანსი“

  7. თავისუფალი საქართველო

  8. ტრიბუნა

  9. „შეცვალე საქართველო“

  10. „ჩვენ“

  11. ქართველ ერთობა

  12. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

  13. ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო

  14. „გირჩი“

  15. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

  16. ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!

  17. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

  18. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

  19. “ევროპელი დემოკრატები”

ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის – „ევროპელი დემოკრატების“ პარტიულის სია. შესაბამისად რეგისტრაციის პროცედურებს გადის 18 საარჩევნო სუბიექტი.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი. მათგან სამ პარტიას („ანა დოლიძე – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა მისცა. ცესკოს  დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის  ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეეძლოთ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. რის შემდეგაც ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სია ოთხმა პარტიამ წარადგინა.

გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე დადგენილებით (დადგენილება №34/2024) განსაზღვრა კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი, რითაც ხელი შეუწყო პარტიებს დროულად მიეღოთ გადაწყვეტილებები პარტიულ სიებთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დააზუსტა ის ვადები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის მიერ ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას. ცესკომ ცვლილება შეიტანა შესაბამის განკარგულებაში და დაადგინა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ცესკოში წარდგენილ პარტიულ სიას დაერთვება თუ ის გაცემულია პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადამდე 20 კალენდარული დღის ვადაში, რითაც საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი პროცედურის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ცხადი გახადა.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა: თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...