პარასკევი, აპრილი 26, 2024

კოლხური ბზა – Buxus colchica

ველური ბუნების სააგენტოში კოლხური ბზის კალმობა მიმდინარეობს.

კოლხურ ბზას აქვს სწორმდგომი ღერო, რომელიც დაფარულია მომკრთალო-მოყვითალო ქერქით. ნორჩი ყლორტი ოთხწახნაგაა. მცენარე მარადმწვანე ბუჩქია ან ხე და იზრდება 10 მ-მდე. რელიქტური სახეობაა. იტანს კრეჭას.

კოლხური ბზის არეალი მცირდება. კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობაა და უძვირფასეს სამერქანე მცენარედ ითვლება.

კოლხური ბზა გადაშენების პირას მდგომი სახეობაა. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნსა” და “წითელ ნუსხაში”.

გამოიყენება ბაღებისა და პარკების გასაფორმებლად. დეკორატიულია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული