სამშაბათი, აპრილი 16, 2024

დედაქალაქის მერია თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დააფინანსებს – კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღება დაიწყო:

სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ის სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ. ამ სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა დედაქალაქის მერიის მხრიდან. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში ხდება. 51-70 ქულის შემთხვევაში, დაფინანსების ოდენობა 50% იქნება, 71-90 ქულის შემთხვევაში – 70%, ხოლო 91-100 ქულის მქონე სტუდენტები სრულ, 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. მოგვმართეთ ყველას, შემოიტანეთ განაცხადი და ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული