spot_img
მთავარიპირადი სივრცე"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სია, რომლის შედგენაშიც...

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სია, რომლის შედგენაშიც სხვა ლიდერებთან ერთად მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ასრულებს ჩემს მიერ მოცემულ პირობას რომ “ენმ” ფუნდამენტურად განახლდებოდა – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, პოზიციას აფიქსირებს ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით და ასევე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს მისთვის, სასამართლო დარბაზში, სრულფასოვანი ჩართვის შეზღუდვას:

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სია, რომლის შედგენაშიც სხვა ლიდერებთან ერთად მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ასრულებს ჩემს მიერ მოცემულ პირობას რომ “ენმ” ფუნდამენტურად განახლდებოდა.

პირველად ხდება ასე, ახლანდელი სიის ორ მესამედზე მეტი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიფში მოვიდა მთლიანად ახალი თაობა, თუმცა რა თქმა უნდა სიაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც, მაგრამ სია მთლიანად მომავალზე და ჩვენს დიად გეგმებზეა ორიენტირებული. ეს სია შედგება ნამდვილი ვარსკვლავებისგან, რომელთა მთავარი დანიშნულება არის ხალხის სამსახური.

ასევე წარვადგინეთ ღირსეული სია აჭარის უმაღლეს საბჭოში.
ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენს კამპანიას უხელმძღვანელებს ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, აჭარის ისტორიული აღმშენებლობის მთავარი ავტორი ლევან ვარშალომიძე.

ვაპირებდი დღეს ეს სიები უფრო დეტალურად წარმედგინა, მაგრამ რეჟიმმა ჩაიდინა მორიგი უპრეცედენტო კანონდარღვევა, შეეშინდა რა ჩემი სრულფასოვანი ჩართვა სასამართლოზე, საშუალება მომცეს მხოლოდ ხარვეზიანი აუდიოკავშირის. ასეთ “ბეზპრედელზე” პუტინის სასამართლოებიც კი არ მიდის. არა უშავს, ეს არის ამათი ბოლო გასეირნება” , – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...