სამშაბათი, აპრილი 1, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComCom-ის მედიააკადემიას ნანიკო ხაზარაძის მასტერკლასი დაემატა

ComCom-ის მედიააკადემიას ნანიკო ხაზარაძის მასტერკლასი დაემატა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძეა. მისი საავტორო ლექციები კი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას გასართობ ტელეინდუსტრიაში და გახდეს შემეცნებით-გასართობი გადაცემების წამყვანი.

მასტერკლასის ფარგლებში, ნანიკო ხაზარაძე მსმენელს 35 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარებს თუ როგორ ტრანსფორმირდა შემეცნებით-გასართობი გადაცემები დროთა განმავლობაში, ასევე, რა უნარ-ჩვევებია საჭირო ტელეწამყვანისთვის წარმატების მისაღწევად. გარდა ამისა, ლექციების ავტორი ისაუბრებს ინდივიდუალიზმის როლსა და უპირატესობაზე, ტელევიზიაში მუშაობის სტრესის მართვის სტრატეგიებსა და იმაზე, თუ როგორია გადაცემის მოსამზადებელი პროცესი ეკრანებს მიღმა.

მედიააკადემიის “მასტერკლასი” ნანიკო ხაზარაძესთან ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 15 ავტორის ლექციებს აერთიანებს. მათ შორის არიან: საჯარო გამოსვლის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნატა ასათიანი, რეპორტიორი დავით კაკულია, პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.

შეგახსენებთ, რომ „მასტერკლასი“ მედიააკადემიის იუთუბ არხზეა განთავსებული და დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო ცოდნა სრულიად უფასოდ, პროფესიონალი ავტორებისგან მიიღონ. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ამერიკელებმა რაღა თქვან, მგონი ისინი ჩვენზე უარეს დღეში არიან” – ირაკლი ოქრუაშვილი

აშშ-ში 2 ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმორ ზელენსკის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...