ორშაბათი, ივლისი 28, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამარჯვება უკვე ჩვენია, გამარჯვებას გავაფორმებთ, მიხეილ სააკაშვილი იქნება...

“გამარჯვება უკვე ჩვენია, გამარჯვებას გავაფორმებთ, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და გააგრძელებს ამ ქვეყნის აღმშენებლობას” – კობა ნაყოფია

26 ოქტომბერს წერტილი დაესმება ოლიგარქ ივანიშვილის და რუსული ოცნების მმართველობას საქართველოში. ჩვენ აუცილებლად 26 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ამ ქვეყნის აღმშენებელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო – მიხეილ სააკაშვილი, გახლავთ პუტინის პირადი პატიმარი და 26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებისთანავე ის იქნება თავისუფალი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ.

მისი თქმით, ამ არჩევნებში საქართველოში წერტილი დაესმება რუსული რეჟიმის მმართველობას:

ძალიან ცოტა დრო რჩება გამარჯვებამდე. 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება რუსული რეჟიმის მმართველობას საქართველოში, რუსეთის წარმომადგენლის, ოლიგარქ ივანიშვილის მმართველობას საქართველოში და რუსული ოცნების მმართველობას საქართველოში.

ჩვენ აუცილებლად 26 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. თუ დადიხართ ქუჩებში, ხვდებით ადამიანებს, მათ ესაუბრებით, თქვენ ვერ იპოვით ვერსად ვერცერთ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს ქართულ ოცნებას. ძალიან ძნელად საპოვნელია ასეთი ადამიანი, ერთადერთი რამ გვრჩება ჩვენ, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ხმების ხვალინდელ განვითარებას.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყნის აღმშენებელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო – მიხეილ სააკაშვილი, გახლავთ პუტინის პირადი პატიმარი, რომელსაც პუტინი ახორციელებს „ნამესნიკების“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საქართველოში. ეს არის ზუსტად ის ფორმულირება, რასაც ნამდვილად ჩვენ ვხედავთ და მთელმა მსოფლიომ ეს აღიარა. ის გახლავთ პოლიტიკური პატიმარი, ის ისჯება პუტინის მიერ მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაბედა პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი სწრაფი განვითარება სახელმწიფოსი, რომელიც იმყოფებოდა მათ გვერდზე.

თქვენ გახსოვთ რამხელა წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხრიდან, მაგრამ საქართველო მაინც მიდიოდა წინ.

თქვენ გახსოვთ უშუქობა, უბედურება, რაც ხდებოდა 90-იან წლებში და 2000 წლის დასაწყისში, მაგრამ ისიც კარგად გახსოვთ თუ რა სწრაფი ნაბიჯით ვითარდებოდა ჩვენი ქვეყანა. დღეს საქართველომ დაკარგა 12 წელი. დღეს ზუგდიდი ლაზიკასთან ერთად იქნებოდა ძალიან დიდი მუნიციპალიტეტი, სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი იცხოვრებდა.

ჩემო ზუგდიდელებო, მეგრელებო, აქ ადამიანები ხართ აფხაზეთიდან, მეც აფხაზეთიდან ვარ და ჩვენ ერთად უნდა დავაბრუნოთ განვითარება ქვეყანაში. ამ უძრაობას და უბედურებას მოეღება ბოლო და კიდევ ერთი, რაც მე მაწუხებს და ალბათ თითოეულ თქვენგანს – ჩვენ არასდროს არ მოვხდით ბოდიშს მტერს. მე აფხაზეთიდან ვარ და ძალიან კარგად მახსოვს იქ რაც ხდებოდა. არავისთვის ბოდიში არ მაქვს მოსახდელი, აქეთ აქვთ პირიქით ბოდიში სათქმელი. რუს ოკუპანტს ჩვენ ბოდიშს არ მოვუხდით.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ. გამარჯვება უკვე ჩვენია, ის არის მხოლოდ გასაფორმებელი. გამარჯვებას გავაფორმებთ, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და გააგრძელებს ამ ქვეყნის აღმშენებლობას“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პატიმრობაში მყოფი...

გიორგი ვაშაძე: “გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში...

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს” – კახა...

„ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...