ორშაბათი, ივლისი 28, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად...

“ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად ეს იქნება მტკიცებულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა მართლაც უნდოდათ” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების საკითხს კონკრეტული მინიშნებებით, მწვავე შეფასებებით ეხმაურება და საქართველოს ნეიტრალურ სტატუსზე აკეთებს აქცენტს:

ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად ეს იქნება მტკიცებულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა მართლაც უნდოდათ.

ისე, ჩვენში დარჩეს და ცოტა მაინც უნდა ესწავლათ ჭკუა, რომ ამ კაცის დაშანტაჟებას შედეგი არ მოაქვს, ხომ ცადეს და აქტივები გაუყინეს შვეიცარიულ ბანკში, პასუხად რა მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან, რომ სამშობლო და მშვიდობა არ იყიდება!

ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც ძალიან დაეცნენ და დამდაბლდნენ, როდესაც რასაც აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება ეტყვის უპირობოდ ასრულებენ და სამარცხვინოთ გვემუქრებიან.

ამიტომაც მტკიცე წერტილი უნდა დავუსვათ ჩვენს დაშანტაჟებას ევროკავშირსა და ნატოში ვითომდა გაწევრიანების სიყალბეს, სამაგალითოდ მოვუგოთ არჩევნები საქართველოს ავისმზრახველებს.

დროა ვიფიქროთ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე და ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან ერთიან საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...