პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების საკითხს კონკრეტული მინიშნებებით, მწვავე შეფასებებით ეხმაურება და საქართველოს ნეიტრალურ სტატუსზე აკეთებს აქცენტს:
“ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად ეს იქნება მტკიცებულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა მართლაც უნდოდათ.
ისე, ჩვენში დარჩეს და ცოტა მაინც უნდა ესწავლათ ჭკუა, რომ ამ კაცის დაშანტაჟებას შედეგი არ მოაქვს, ხომ ცადეს და აქტივები გაუყინეს შვეიცარიულ ბანკში, პასუხად რა მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან, რომ სამშობლო და მშვიდობა არ იყიდება!
ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც ძალიან დაეცნენ და დამდაბლდნენ, როდესაც რასაც აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება ეტყვის უპირობოდ ასრულებენ და სამარცხვინოთ გვემუქრებიან.
ამიტომაც მტკიცე წერტილი უნდა დავუსვათ ჩვენს დაშანტაჟებას ევროკავშირსა და ნატოში ვითომდა გაწევრიანების სიყალბეს, სამაგალითოდ მოვუგოთ არჩევნები საქართველოს ავისმზრახველებს.
დროა ვიფიქროთ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე და ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან ერთიან საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.