სკანდალურ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას ელისო კილაძე და კონკრეტული შეკითხვები აქვს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით:
“განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები სპეცსამსახურის სამიზნეები არიან, არაა ეს საიდუმლო. კესარიაზეც დაწერა პაატა საბელაშვილმა, კუდი კომპრომატებზე ამუშავებდაო, თავად მომიყვა ზეწოლასა და შანტაჟზეო. “ოცნების” პარლამენტართან რომანზე კესარია ყვებოდა გადაცემებში. შესაბამისად, კომპრომატების ვერსიას აქვს არსებობის უფლება.
ბექა ჯაიანი ოცნების ზონდერი იყო, აქციებს არბევდა, ვინც არ იცის, ორი წლის წინ, იყო საბა მიქავას პირადი მცველი. საბა მიქავა კახი კალაძის უახლოესი მეგობარია, (მანქანები, საათები), ჯაიანი მიქავასაც გაუშვია სამსახურიდან, არასტაბილური ხასიათის გამო!
კესარია მოკლულია, მკვლელი დაკავებულია, დანაშაული ოფიციალურად გახსნილია. ოჯახი არ გარისკავს, გაჩუმდება, ან დაუცველმა დედამ რა უნდა ქნას, შესაბამისად, დამკვეთებზე (თუ არსებობენ), ამ ეტაპზე ვერაფერს გავიგებთ.
რაც შეეხება კომპრომატებს, დარწმუნებული ვარ, ისინი უკვე საიმედო ხელში დაბინავდა, დღის სინათლეს ან იხილავს, ან არა! გააჩნია, ვის როდის და როგორ დაჭირდება!
ლეპტოპზე რაო, ისევ არ ჩანს კესარიას მაკი?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.