ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ ვიცი, რა ესაქმება პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებს შორის...

“არ ვიცი, რა ესაქმება პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში” – კახა კალაძე გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე

გახარიასა და ხაზარაძეს ერთმანეთი არ მოსწონთ, თუმცა, დაავალეს გაერთიანება, რომ საარჩევნო ბარიერი როგორმე ერთად გადალახონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი თემის კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში რატომ არის ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

არ ვიცი საერთოდ პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში. თუმცა, ყველაფერი ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვისაც ცხადია. ეს ყველაფერი მოდის გარედან, ხდება გარე დირექტივების შესრულება. უბრალოდ ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი და ის კონკრეტული ორი პოლიტიკური პარტია.

მათ, რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არც მოსწონთ. რეალურად ერთმანეთს მსოფლმხედველობითაც აცდენილები არიან – ერთი „თვალთხარიას“ ეძახდა, მეორე – „თაღლითს“. ვიცით მათი დამოკიდებულება, უბრალოდ ორივე მათგანის პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, დაავალეს გაერთიანება და ასეც იქცევიან. სურვილი აქვთ, რომ ამ გაერთიანებით, როგორმე ბარიერი გადალახონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

“გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?” – მამუკა მდინარაძე

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებსა და ვიზალიბერალიზაციასთან...

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...