ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის და მისი დამკვეთის, ვლადიმერ...

“პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის და მისი დამკვეთის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ტყვე სწორედ იმისთვის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ეს არის სწორედ მთავარი „ბრალდება“, რომელსაც პუტინი პრეზიდენტ სააკაშვილს უყენებს და რომელსაც მის მორჩილებაში მყოფი ივანიშვილი იყენებს მორჩილი პოლიტიზებული სასამართლოს გამოყენებით“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით:

ივანიშვილის სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ გორში არის საქართველოს ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობა. მოწოდებით, რომ მტრის წინაშე ქართულმა სახელმწიფომ, ქართველმა ხალხმა მოიხადოს ბოდიში, არის სწორედ მცდელობა, რომ რუსულად გადაიწეროს საქართველოს ისტორია და საქართველოს სიმართლე, ქართველი ხალხის სიმართლე, რომელიც დადასტურებულია ჰააგაში, სტრასბურგში და ყველა საერთაშორისო ინსტანციაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღალატზე ივანიშვილის ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს.

პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის და მისი დამკვეთის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ტყვე სწორედ იმისთვის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, თანამედროვე ინსტიტუტებით, საქართველო დააბრუნა საერთაშორისო რუკაზე და ჩვენს ქვეყანას გაუკვალა გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ეს არის სწორედ მთავარი „ბრალდება“, რომელსაც პუტინი პრეზიდენტ სააკაშვილს უყენებს და რომელსაც მის მორჩილებაში მყოფი ივანიშვილი იყენებს მორჩილი პოლიტიზებული სასამართლოს გამოყენებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას მიმართავს - მეგობრებო,...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო...

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან ხალხის გამოსახლებისას მომხდარ ინციდენტებს და...

“ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსული” – კახა კალაძე

„ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...