ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 21-23 სექტემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 21-23 სექტემბრის პერიოდისთვის

20 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 21 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში.

სექტემბრის დასაწყისი ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, თუმცა მეტნაკლებად სტაბილური სიტუაცია იყო, ხოლო თვის შუა პერიოდისკენ უკვე გამოიკვეთა დინამიური გაუფასურების ტენდენცია, რაც ბოლო კვირაშიც გაგრძელდა ზოგიერთ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

17 სექტემბერი – 2.6985;
18 სექტემბერი – 2.6998;
19 სექტემბერი – 2.7136;
20 სექტემბერი – 2.7236.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0041 ლარით დარჩა და 1 აშშ დოლარი 21 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში 2.7277 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

17 სექტემბერი – 3.0010;
18 სექტემბერი – 3.0060;
19 სექტემბერი – 3.0211;
20 სექტემბერი – 3.0431.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ, მაგრამ ისევ გაუფასურდა, 0.0010 ლარით და 21 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0441 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა. თუმცა, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გაუფასურდა უმრავლეს შემთხვევაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 21 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6243 ლარი (გაუფასურდა 0.0098 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0800 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6599 (გაუფასურდა 0.0028 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6039 ლარი (გაუფასურდა 0.0024 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0401 ლარი (გაუფასურდა 0.0096 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2121 ლარი (გამყარდა 0.0088 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8668 ლარი (გაუფასურდა 0.0116 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2638 ლარი (გაუფასურდა 0.0094 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2274 ლარი (გამყარდა 0.0216 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8928 ლარი (გამყარდა 0.0129 ლარით).

რუბლთან მიმართებაში, ცოტათი განსხვავებული სიტუაცია იყო და სექტემბრის დასაწყისში მკვეთრ გაუფასურებას სტაბილური გამყარება მოჰყვა, რაც ბოლო კვირაში გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

17 სექტემბერი – 2.9626;
18 სექტემბერი – 2.9577;
19 სექტემბერი – 2.9547;
20 სექტემბერი – 2.9300.

გარკვეული პერიოდი სტაბილური გამყარების შემდეგ ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0173 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 21 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9473 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 29-31 მარტის პერიოდისთვის

28 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...